Tuesday 21 October 2008

არმაზის ღვთაება

Gearn ქართულისა და “ირმის ნახტომის“ფარგლებში შემუშავებულმა საცდელმა და gearn ქართულის პროექტებმა 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
სკოლაში ჩამოყალიბდა მოსწავლეთა ოთხი გუნდი, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე მიმართულებით.
თვალნათელია, რომ პროექტებზე მუშაობა ცოდნის შეძენა-გაღრმავებასთან ერთად მოსწავლეთა და მასწავლებელთა შორის თანამშრომლობით ურთიერთობას აყალიბებს.
IX კლასის მოსწავლეებმა __ მარიამ სულაძე, მარიამ მეტრეველი, გიორგი ცუცუქირიძე, გიორგი პაიჭაძე __ ჩამოაყალიბეს გუნდი „MGMG", საკვლევი თემა __ არმაზის ღვთაება.
თანამედროვე ლექსიკა მდიდარია იმ სახელებით, რომელთა მიღმა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მეცნიერული აღმოჩენები და ქართველი ერის ინტერესები, სულიერი მისწრაფებები იკითხება.
უძველესი წარმართული ღვთაება ნინოს ვაზის ჯვარმა და შემოტანილმა რელიგიამ დაამსხვრია, ქვათა და ღორღად აქცია, თუმცა ქართველი ერის მეხსიერებასა და ცნობიერებაში ამ ღვთაების ნაშთები დღესაც არსებობს...არმაზისხევი, არმაზციხე, სოფელი არმაზი...
თემის ირგვლივ ჩამოყალიბებული კითხვები საშუალებას იძლევა, გუნდის ინტერესების შესაბამისად, საკვლევი მასალის სტრუქტურირებისა.
დაგეგმილი გვაქვს მასალის საფუძვლიანად დამუშავების მიზნით, ექსკურსია ეროვნულ მუზეუმში, შეხვედრა არქეოლოგ-მეცნიერებთან, ექსკურსია ხელნაწერთა ინსტიტუტში, პალეოგრაფებთან შეხვედრა, ექსკურია მცხეთაში.
კვლევა მოცემული მომენტისათვის გრძელდება.
მე ვიკვლევ“ სტრატეგიის გამოყენების შედეგად ჩამოყალიბდა საკვლევი საკითხები:

სახელი “არმაზი“
არქეოლოგიური ძეგლები “არმაზციხე“, “არმაზის ხევი“
ნაშთები “არმაზის“ ეპოქიდან
“არმაზი“ ქართულ ხელნაწერებში
ოფელი “არმაზი“ და “არმაზის მთა“

სახელი “არმაზი

მოსწავლეთა მიერ სახელის ეტიმოლოგიის შესახებ გამოითქვა ვარაუდი, “არმაზი“ ძველი ქართული სახელია და “დიდებულს, ამაღლებულს“ ნიშნავს.
ჩატარებული კვლევის შედეგად, მითითებული ლიტერატურის__საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედია და ელექტრონული საძიებო სისტემების "www.google.ge" და “www.ke.wikipedia.org" გამოყენების შედეგად გაირკვა, რომ “არმაზი“ სახელია ძველი ქართული ღვთაებისა, რომლის კერპი, აღმართული ქართველი მეფის მიერ, იდგა მცხეთის ახლოს. წარმოშობით ზოგი მას უკავშირებს ხეთური მთვარის ღვთაების სახელს __ არმას, ხოგი ძველი ირანული უზენაესი ღვთაების სახელს __ აჰურა-მაზდას.


არქეოლოგიური ძეგლები “არმაზციხე“, “არმაზისხევი“

გუნდის წევრებმა დაუშვეს ჰიპოთეზა, ამ არქეოლოგიური ძეგლების სახელწოდებების წარმოშობასთან დაკავშირებით __ არმაზის ღვთაების ნაშთები იქნებოდა დაცული; ან არმაზის კულტის გაფეტიშების ნიშანი ჩანს.
მითითებული ბეჭვდითი და ელექტრონული რესურსების გამოყენებით გაირკვა, რომ არმაზციხე __ ძველი მცხეთის შიდა ციხე მტკვრის მარჯვენა ნაპირას, ქალაქის სამხრეთ ნაწილში, მოხერხებული ადგილმდებარეობის გამო ბატონობდა მცხეთისკენ მიმავალ გზებზე. ლეონტი მროველი ციხე-ქალაქის პირველ აღმშენებლად ქართლოსს __ ქართველთა ნათესავმთავარს ასახელებს: “ესე ქართლოსს მოვიდა პირველად ადგილას მას, სადა შეერთვის არაგვი მტკვარსა , და განვიდა მთასა მას ზედა... და პირველად შეექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ-ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისი თუისა ქართლი“. სახელწოდება “არმაზციხე“ (ბერძნულ-რომაული წყაროებით: ჰარმოზიკე, ჰარმაკტიკა, ჰერმასტუს და ა.შ.). ქართლის უზენაეს წარმართულ ღვთაებას არმაზსს უკავშირდება.
არმაზციხეში აღმოჩენილია გალავნის ნანგრევები, კოშკები, ბურჯები, სამეფო რეზიდენციის ნაგებობანი(სვეტებიანი დარბაზი, აბანო, ღია და დახურული წყალსადენი), სამეფო აკლდამის, მავზოლეუმის ნანგრევები, დიდი რაოდენობით ოქრო-ვერცხლის ნივთები მეფის ასულის სამარხ-სარკოფაგებში(ახ.წ. II ს.). მნიშვნელოვანი საქალაქო და სამეფო-ნაგებობანი გადახ
ურული ყოფილა მცხეთური ბრტყელი გვერდებაკეცილი და ღარისებული კრამიტით.
არმაზ
ციხის, როგორც პოლიტიკური და სტრატეგიული ცენტრის, მნიშვნელობა დაეცა თბილისის დედაქალაქად გახდომის შემდეგ, სტეფანოზ I (მთავრის) დროიდან “მცხეთას მოაკლდებოდა და თბილისი გამძლიერდებოდა, არმაზი აღორდებოდა და კალა აშენდებოდა.“ 736-738 წლებში არმაზციხე მოაოხრეს არაბებმა.

არმაზისხევი __ ძველი მცხეთის ერთ-ერთი უბანი, ქართლის მეფეთა ერისთავების (პიტიახშების) რეზიდენცია, მცხეთის დასვლეთით, არმაზისხევსა და მდინარე მტკვრის შესართავთან. მოიცავს მარტაზისხევის, სანგრისხევის და, საერთოდ, არმ
აზისხევ-ძეგვის ზოლის მტკვრის მარჯვენა მხარის ნამოსახლარებსა და ციხესიმაგრეებს.
არმაზისხევში არის შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი. ხევის თავზე ციხეა. “დიდი მცხეთის“ ეს უბანი გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანის ნამოსახლარზეა შექმნილი, საერისთავო სამყოფელი და განსასვენებელი კი მცხეთის გადედაქალაქებას უკავშირდება. არმაზისხევში არქეოლოგიური გათხრები1937-1946 წლებში ჩატარდა. აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოს-ადრინდელი რკინის ხანის სამაროვანი, ერისთავთა განსასვენებელი, კრიმიტსამარხები, სარკოფაგები და მავზოლეუმის ტიპის სამარხი, გვიანდელი ანტიკური და ფეოდალური ხანის სამარხები. აგრეთფე ერისთავთა სასახლის კომპლექსისი ნანგრევები, არმაზისხევის აბანო, წყალსადენის ნაშთები, კერამიკული სახელოსნო და მარანი.



ნაშთები “არმაზის“ ეპოქიდან

გამოითქვა ვარაუდი, რომლის მიხედვითაც, ეროვნულ მუზეუმში უთუოდ იქნება დაცული „არმაზის“ ეპოქიდან შემორჩენილი ნაშთები.
იგეგმება ექსკურსია ეროვნულ მუზეუმში, შეხვედრა არქეოლოგ-მეცნიერებთან.
მოძიებული ინფორმაციის მიხედვით კი არმაზისხევში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ანტიკური საქართველოს __ “არმაზის“ ეპოქის ნაშთები.
სამარხული მასალიდან აღსანიშნავია: ოქროს სარტყელი, სატევრის ოქროს ქარქაში, შუბლსამკაულები, ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები, ბეჭდები, სამკლაურები და ხსვა ოქროს ნივთები შემკულია ალმანდინის, ზურმუხტის, ნეფრიტის, საფირონის, ამეტვისტოს, აქატის, ქალცედონის, მალაქიტის, ალმასის, და სხვა ძვირფასი ტუ ნახევრადძვირფასი თვლებით. მათზე ხშირად გამოსახულება და წარწერაა ამოკვეთილი. ვერცხლის ნივთთაგან გამოირჩევა სიუხვის ქალღმერთის ჰორელიეფური გამოსახულებით და მამაკაცის მკერდზეა ქანდაკებით შემკული თასები, სხვადასხვა ფორმის საღვინეები და სხვა. გათხრების დროს აღმოჩენილმა ბერძნულმა და სხვა არამეულმა წარწერაბმა (არმაზის ბილინგვა და სხვა წარწერები) სიახლე შეიტანეს ანტიკური ხანის საქართველოს ისტორიაში.
არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები ამჟამად შემოზღუდულია.




“არმაზი“ ქართულ ხელნაწერებში

მოსწავლეების ჰიპთეზით არმაზის შესახებ ცნობები აუცილებლად იქნება დაცული ქართულ ისტორიულ წყაროებსა და ხალხურ თქმულებებში.
ზემოთ მითითებული ლიტერატურის გამოყენებით დასტურდება ვარაუდისაგან განსხვავბული ინფორმაცია.
არმაზის შესახებ ცნობები დაცულია ქართულ ხელნაწერებში __ ლეონტი მროველი, ნინოს მიერ ქართლის მოქცევა, წგნ. “ქართლის ცხოვრება“, ტI, 1955, გვ. 106);
არმაზის ტოპონიმებში, ბერძნულ-რომაულ წყაროებში.
ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს უკავშირდება(ძვ. წ. III ს.), რომელსაც გარედან უსესხია იგი. არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნითა და ოქროს მუზარადი, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის(ცის, ჭექა-ქუხილსი, წვიმის და მცენარეთლა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზახფხულში იმართებოდა, ფერადი ნაქრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ არმაზის კულტი გაუქმდა.


Italic
სოფელი “არმაზი“ და “არმაზის მთა“

ალბათ, სოფელ “არმაზსა“ და “არმაზის მთის“ მიდამოებში ცხოვრობდა ხალხი, რომლებიც ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდეგაც, თაყვანს სცემდა არმაზის ღვთაებას.
კვლევა მიმდინარეობს.